logo
ENG



იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

10 ივლ 202401:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/10/1kpn5tyaiv87dfx.jpg

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ დაკავებულები 30 და 33 წლისები არიან. გამოძიება მათ 2 სხვადასხვა მაღაზიის გაძარცვას ედავება.

იტალიური მედიის თანახმად, პირველი შემთხვევა 11:30 საათზე მოხდა - 30 წლის ქართველი კაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც სუპერმარკეტის დაცვამ ის სალაროსთან გააჩერა, რა დროსაც მის ჩანთაში 600 ევროზე მეტის ღირებულების პროდუქცია აღმოაჩინა.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ის პირველი შემთხვევიდან რამდენიმე საათში, 14:45 საათზე მოხდა - 33 წლის კაცმა სალაროსთან გაატარა იაფი ღირებულების ნივთები, პერანგის ქვეშ კი დამალული ჰქონდა 2 უკაბელო ყურსასმენი, 8 შეკვრა Oral-B-ის კბილის ჯაგრისის თავი, საერთო ჯამში, 300 ევროს ღირებულების ნივთები.

თავდაპირველად კარაბინიერებმა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, გუშინ კი სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ მათ პატიმრობა შეეფარდათ.


close დახურვა