იტალიაში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, ფეხბურთში, სერია ა-ს თამაშები მაინც გრძელდება. იუვენტუსმა საკუთარ მოედანზე გულშემატკივრების დასწრების გარეშე უშუალო კონკურენტს - ინტერს უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით ტურინულმა გუნდმა ინტერს გათამაშების ცხრილში 9 ქულით გაასწრო. 63 ქულით ის პირველ ადგილს იკავებს, მეორე ადგილზე კი 62 ქულით ლაციოა.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 366-მდე ადამიანი გარდაიცვალა, 7 375 კი, ინფიცირებულია