logo
ENG



იტალიიდან სპეცრეისით საქართველოს 200-მდე მოქალაქე ჩამოიყვანეს

10 მარ 202020:26
3 წუთის საკითხავი
 
maxodhum4n0fk0m.jpg

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ორი სპეცრეისი შესრულდა. ბორტზე 200-მდე ადამიანი იმყოფება.

ისინი თავდაპირველად აეროპორტში გაივლიან შემოწმებას, შემდეგ კი, მათ სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

„184 ადამიანია ამჟამად ორი თვითმფრინავის ბორტზე განაწილებული. ეს განაწილებაც მოხდა ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, სიმპტომები არც ერთს არ აღენიშნება, თუმცა დამატებით საჭიროა სკრინინგი, იქნება თერმული შემოწმება, ეპიდემიოლოგიური შეფასება და ყველა მათგანი გაივლის 2-კვირიან კარანტინს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანია ინფიცირებული, რომელთაგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. გარდა ამისა, 178 ადამიანი კარანტინში იმყოფება, ხოლო 1 108 პირზე თვითიზოლაციის რეკომენდაციაა გაცემული. 


close დახურვა