logo
ENG



იტალიიდან ქუთაისის აეროპორტში კიდევ ერთი რეისი ჩამოფრინდა

01 მარ 202017:15
3 წუთის საკითხავი
 
i95tobogxvaqg9n.jpg

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან, ქალაქ ბარიდან კიდევ ერთი რეისი ჩამოფრინდა. 

მგზავრები აცხადებენ, რომ საქართველოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, ბარიში კი პანიკა არ შეინიშნება და ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მგზავრებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და სპეციალური ბლანკები შეავსეს. სულ ბარიდან დღეს ქუთაისში 110 ადამიანი ჩამოფრინდა. არცერთ მათგანს ვირუსის სიმპტომები არ გამოუვლინდა.

"პანიკა არ არის აბსოლუტურად. სიცხე შეგვიმოწმეს აქ, მაგრამ სიმპტომები არავის ჰქონია", - აცხადებენ მგზავრები. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევაა გამოვლენილი. სამივე ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


close დახურვა