იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი 7 მგზავრი ინფექციური პროფილის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. აეროპორტში შემოწმებისას მათ ტემპერატურა დაუფიქსირდათ.
შსს ინფორმაციით, სპეციალურად გამოყოფილმა მესაზღვრე-კონტროლიორებმა ჩამოსული მოქალაქეები განცალკევებით დაარეგისტრირეს, ადგილზე გაიარეს თერმო სკრინინგის პროცედურა და იქვე შეივსო შესაბამისი დანართიც ეპიდემიოლოგების მიერ. ყველა აუცილებელი პროცედურის დასრულების შემდეგ, ისინი სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. ჯადანცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას თქმით კი, რადგან მოქალაქეები მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ, ამიტომ ჩატარდა განსაკუთრებული დაკვირვება.
"156 მოქალაქე იმყოფებოდა ორივე ბორტზე და ყველა მათგანს ჩაუტარდა სკრინინგი. მათი მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია, თუმცა სკრინინგმა 7 შემთხვევაში ტემპერატურის მატება გამოავლინა. ეს მოქალაქეები ინფექციური პროფილის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. რომ არ გამოგვეპაროს დაავადება, მოხდება მათი გამოკვლევა",-აცხადებს თამარ გაბუნია.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გუშინ იტალიიდან ორი ავია რეისი შესრულდა. თბილისში საქართველოს 156 მოქალაქე ჩამოიყვანეს.