იტალიის 27 საპატიმროში ბუნტია. პატიმრები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ციხეებში ოჯახის წევრთა ვიზიტები აიკრძალა.
კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში მეორე ყველაზე ცხელი წერილი იტალიაა. 16 მილიონი ადამიანი კარანტინშია. კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა კი 360-ს გადააჭარბა.
იტალიაში მოგზაურობის დროს დაინფიცირდა ნატოს ერთი თანამშრომელი და ალბანელი ტურისტიც, რომელმაც კორონავირუსი ოჯახის წევრს გადასცდო.
თვითიზოლაციაშია პორტუგალიის პრეზიდენტი. ეს გადაწვეტილება ქვეყნის მეთაურმა პრეზიდენტის სასახლეში სკოლის მოსწავლეების ვიზიტის შემდეგ მიიღო. ერთ-ერთ ბავშვს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.
დაინფიცირების 110 ათას 276 შემთხვევა და 3800 გარდაცვლილი - ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები.