logo
ENG



იტალიის კუნძულთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, 41 ადამიანი დაიღუპა

09 აგვ 202313:24
3 წუთის საკითხავი
 

იტალიის კუნძულ ლამპედუზას მახლობლად მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაიღუპა 41 ადამიანი.

4 გადარჩენილი მიგრანტი ყვება, რომ ისინი ნავზე იყვნენ, რომელიც ტუნისის ქალაქ სფაქსიდან გამოემგზავრა და იტალიაში ჩაიძირა. გადარჩენილები წარმოშობით კოტ-დ’ივუარიდან და გვინეიდან არიან და ლამპედუზაში ოთხშაბათს ჩავიდნენ.

BBC-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპაში გადასვლის დროს 1 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ტუნისის ხელისუფლება აცხადებს, რომ საპორტო ქალაქი სფაქსი ლამპედუზადან დაახლოებით 130 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და პოპულარული გასასვლელია მიგრანტებისთვის, რომლებიც ევროპაში უსაფრთხოებას და უკეთეს ცხოვრებას ეძებენ.

ბოლო დღეებში იტალიურმა საპატრულო გემებმა და საქველმოქმედო ჯგუფებმა ლამპედუზაში ჩასული 2000 ადამიანი გადაარჩინეს.


close დახურვა