logo
ENG



იტალიის მუზეუმის კედლებში ნაპოვნი ნახატი გუსტავ კლიმტს ეკუთვნის

18 იან 202017:39
3 წუთის საკითხავი
 
puorddlsbd5mc4e.jpg

იტალიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მუზეუმის კედლებში ნაპოვნი ნახატი ნამდვილად გუსტავ კლიმტს ეკუთვნის.

ავსტრიელი მხატვრის ტილო სახელწოდებით "ქალის პორტრეტი" 23 წლის განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა. ის 1997 წელს მოიპარეს, გასულ თვეს კი მებაღემ ქალაქ პიაჩენცას გალერეაში კედლის გაწმენდითი სამუშაოების დროს შემთხვევით იპოვა.

კლიმტმა ტილო 1916-1917 წლებში შექმნა. ექსპერტების შეფასებით, ნამუშევარი კარგ მდგომარეობაშია და მხოლოდ მცირე დაზიანება აქვს. 


close დახურვა