იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას განცხადებით, იტალია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარდაჭერას უცხადებს.
"იტალია გამოხატავს თავის მტკიცე მხარდაჭერას, რომ უკრაინა რაც შეიძლება მალე გაწევრიანდეს ევროკავშირში და ჩვენ მივესალმებით უკრაინის ხელისუფლების ვალდებულებას, გადავიდნენ რეფორმების გზაზე", - თქვა იტალიის პრეზიდენტმა.
მატარელას თქმით, იტალიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უკრაინის სრული მხარდაჭერა ყველა სფეროში და ამასთან, აღნიშნავს, რომ იტალია უკრაინას მანამ დაეხმარება, სანამ ამის საჭიროება იქნება.
"უკრაინის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ფუნდამენტური ღირებულებაა მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის, რომელიც მხარს უჭერს ხალხის თავისუფლებას. ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა", - განაცხადა მატარელამ.