logo
ENG



იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი 21 თებერვალს კიევში ჩავა

19 თებ 202320:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/19/zey63c7snubw5dr.jpg

იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი 21 თებერვალს კიევში ჩავა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

იტალიური მედიის ცნობით, კიევში ჩასვლისას ჯორჯია მელონი კიდევ ერთხელ გამოუცხადებს უკრაინას მხარდაჭერას და სამხედრო დახმარების ახალი, მე-6 პაკეტის შესახებ გამოაცხადებს.

დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინა ანტისარაკეტო კომპლექს - SAMP/T-ს უკვე გაზაფხულზე მიიღებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინაში ჩასვლამდე, მელონი ვარშავაშიც ჩავა, სადაც პოლონეთის პრემიერმინისტრ მატეუშ მორავეცკის შეხვდება.


close დახურვა