logo
ENG



იტალიის საგარეო: მარცვლეულის დაბლოკვა მილიონობით ადამიანისთვის სიკვდილის მისჯას ნიშნავს

08 ივნ 202214:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/08/pg4tczctjismq35.jpg

იტალია აცხადებს, რომ უკრაინის შავი ზღვის პორტების დაბლოკვით რუსეთი მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. 

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ხმელთაშუაზღვის ქვეყნების და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვით შესაძლოა მილიონობით ადამიანი შიმშილით დაიღუპოს.

„ჩვენ ველით მკაფიო, კონკრეტულ სიგნალებს რუსეთისგან, რადგან მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვა ნიშნავს მილიონობით ბავშვის, ქალისა და კაცის მძევლად აყვანას და სიკვდილის მისჯას.

საკვების ომის იარაღად გამოყენებით რუსეთი სხვა დანაშაულებსაც სჩადის, იმ სისასტიკეების გარდა, რაც უკრაინის მიწაზე უკვე ჩაიდინეს და ამას ყველა ხედავს“- განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ.

დი მაიოს თქმით, მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.

უკრაინა მსოფლიოში ხორბლეულის ერთ-ერთი უმთავრესი მწარმოებელია. ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ შავი ზღვის მნიშვნელოვან პორტებზე საზღვაო ბლოკადა ამ არეალში კომერციულ ინდუსტრიას მუშაობაში ხელს უშლის.

რუსეთი საკვების მსოფლიო კრიზისზე საკუთარ პასუხისმგებლობას უარყოფს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ პორტების მიმდებარედ წყლების განაღმვა უკრაინის პასუხისმგებლობაა, რაც გემებს უსაფრთხოდ ცურვის შესაძლებლობას მისცემს.


close დახურვა