logo
ENG



იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მესიჯი რუსეთისთვის ნათელია - უკრაინა EU-ის წევრი იქნება

18 თებ 202412:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/18/vxpjg63j7vjy4wm.jpg

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის თქმით, უკრაინა ევროკავშირისა და NATO-ს წევრი გახდება. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ტაიანი აღნიშნავს, რომ იტალია უკრაინისთვის მერვე დახმარების პაკეტს ამტკიცებს.

"იტალია ახლა დახმარების მერვე პაკეტს ამტკიცებს. ვფიქრობ, ის უკრაინას უახლოეს დღეებში მიეწოდება და მზად ვართ, კიდევ მეტი გავაკეთოთ. მესიჯი რუსეთისთვის ნათელია - უკრაინა ევროკავშირის წევრი იქნება და ჩვენ ვმუშაობთ, რომ ის NATO-ს წევრიც გახდეს.

თუმცა გულწრფელად ვთქვათ, ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღება ყველასთვის საშიშია იმიტომ, რომ ის რუსეთს ებრძვის და NATO-ში ახლა გაწევრიანება მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი იქნება", - ამბობს ტაიანი.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვალს დაიწყო და დღეს დამთავრდება. მასში მონაწილეობას დაახლოებით 50 სახელმწიფო მეთაური იღებს.


close დახურვა