logo
ENG



იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინის ერთიანი რუსეთის მითი დასრულდა

25 ივნ 202316:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/25/3jaz06bqx9q7iwa.jpg

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი რუსეთში მომხდარ გუშინდელ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, პუტინის ერთიანი რუსეთის მითი დასრულდა.

"ევგენი პრიგოჟინისა და ვაგნერელების მცდელობამ, განეხორციელებინათ გადატრიალება რუსეთში, გაანადგურა მითი პუტინის შესახებ, აჩვენა რუსეთის ფედერაციისა და მთავრობის სისუსტე. ეს არის ასევე წინგადადგმული ნაბიჯი უკრაინაში მშვიდობისკენ.

პუტინის ერთიანი რუსეთის მითი დასრულდა. ეს შიდა ესკალაცია იწვევს რუსი სამხედროების დაყოფას. ეს გარდაუვალია, როცა მხარს უჭერ და აფინანსებ დაქირავებულთა ლეგიონს", - ამბობს ტაიანი.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრიგოჟინის აჯანყების მცდელობამ შეასუსტა რუსეთის პოზიციები უკრაინის წინააღმდეგ ომში.

24 ივნისს რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა. 


close დახურვა