logo
ENG



იტალიის საწყობში კაცს ათასობით ყველი თავზე დაეცა, ის ადგილზე დაიღუპა

08 აგვ 202309:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/08/z86sst99ohrl5zr.jpg

იტალიაში კაცს საწყობში ათასობით ყველი თავზე დაეცა. ის ადგილზე დაიღუპა.

პოლიციის თანახმად, ლომბარდიის რეგიონში, საწყობში თარო გატყდა, რის გამოც ყველი 74 წლის ჯიაკომო ჩიაპარის დაეცა. ნგრევამ დომინოს ეფექტი გამოიწვია და ათასობით ყველი ჩამოვარდა, რომელთაგან თითო დაახლოებით 40კგ-ს იწონის. 

ეკონომიკური ზარალი დაახლოებით 7 მილიონი ევროა.

საწყობი, რომელიც რომანო დი ლომბარდიაში მდებარეობს, გრანა პადანას 25 ათას ყველს ინახავდა. გრანა პადანა მყარი ყველია, რომელიც პარმეზანს ჰგავს და იტალიაში ძალიან პოპულარულია.


close დახურვა