logo
ENG



იტალიის ყოფილი შს მინისტრი მატეო სალვინი სასამართლოს წინაშე წარსდგება

13 თებ 202011:58
3 წუთის საკითხავი
 

იტალიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი სასამართლოს წინაშე წარსდგება.

 

აღნიშნულის მიზეზი მიგრანტების უკანონო დაკავების საქმეა.

კერძოდ, საუბარია 2019 წლის ივლისში მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც ხმელთაშუა ზღვაში დარჩენილ 116 მიგრანტს გემიდან ხმელეთზე გადასვლის უფლებას არ აძლევდნენ.

საკითხს იტალიის სენატში უყარეს კენჭი. ყოფილი მაღალჩინოსთვის იმუნიტეტის მოხსნას 152-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 76 წავიდა.

სენატის გადაწყვეტილებას სალვინი მშვიდად შეხვდა და განმარტა, რომ თავისი ანტიიმიგრაციული პოლიტიკის შესახებ მსოფლიოს სიამოვნებით მოუყვება.


close დახურვა