logo
ENG



იუვენტუსის ფეხბურთელები კოვიდ-19-ის გამო, 4 თვის ხელფასის ნაწილს დათმობენ

29 მარ 202018:25
3 წუთის საკითხავი
 
m4ivjx6f08ny5v6.jpg

იუვენტუსის ფეხბურთელები კორონავირუსის პანდემიის გამო 4 თვის ხელფასის ნაწილზე უარს ამბობენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, საუბარია მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის ხელფასების ნაწილზე. ხელფასის ნაწილს დათმობს კლუბის მწვრთნელი მაურისიო სარიც.

​აღნიშნული გადაწყვეტილება გუნდმა მას შემდეგ მიიღო, რომ კორონავირუსით გამოწვეული ზარალი მიიღო. 

ხელფასების ნაწილზე უარის თქმით, კლუბი 90 მილიონ ევროს დაზოგავს. 

შეგახსენებთ, რომ 10 მარტიდან იტალია მთლიანად კარანტინის ზონად გამოცხადდა. 


close დახურვა