მე ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტი არის ევროპული აზროვნების ადამიანი. იცის, რას ნიშნავს დემოკრატია და რას ნიშნავს ევროკომისიის 12 მოთხოვნა. მე ვფიქრობ, მან იცის, რა არის დეოლიგარქიზაცია. მან ეს ყველაფერი შიგნიდან იცის. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია პრეზიდენტისთვის, რომ იმოქმედოს. მას შეუძლია სიტუაციის შეცვლა - ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი პატიმრის შეწყალებაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია, ამიტომ მე ვენდობი თქვენს პრეზიდენტს, მისი დროა, რომ თქვას სიტყვა და გააგზავნოს ერთი კარგი მესიჯი საქართველოდან თქვენი მეგობრებისთვის ევროპარლამენტში, რომ ჩვენ ვთქვათ, ეს არის იმედი საქართველოში, ის დაბრუნდება ევროკავშირის გზაზე.