logo
ENG



იუკნევიჩიენე: ივანიშვილის დაბრუნება, ალბათ, პარტიაში პრობლემების თავიდან აცილებას ეხება

11 იან 202417:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/11/0vf2h6vqb6skgt2.jpg

ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება, შესაძლოა, პარტიაში პრობლემების თავიდან აცილებას უკავშირდებოდეს არჩევნების წინ.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.

"ვნახოთ, რა მოყვება ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში. შესაძლოა, უკეთესი იყოს, რომ ადამიანი, რომელსაც დე ფაქტო ეკისრება პასუხისმგებლობა, იყოს ანგარიშვალდებული ოფიციალურად. ყველამ იცის, ვინ ვინაა და შეიძლება, შეიცვალოს აზრი და გახდეს ყველაზე პროევროპელი პოლიტიკოსი. ეს იქნებოდა ჩემი სურვილიც, მაგრამ ეს მედლის ერთი მხარეა. მეორეს მხრივ, ჩვენ ვიცით, რა არის რეალობა ქვეყანაში და მთავრობაშიც.

ყველა პოლიტიკოსის დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციასაც და თუ ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ თავიდან აიცილებს დეოლიგარქიზაციის პროცესს, ეს იქნება სცენარი, სადაც ბიძინიზაცია, შესაძლოა, იქცეს ორმაგ ბიძინიზაციად. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. შესაძლოა, მისი დაბრუნება უკავშირდებოდეს პარტიაში პრობლემების თავიდან აცილებას არჩევნების წინ. შესაძლოა, სურს, გააერთიანოს ის. ვნახოთ, რა მოხდება", - ამბობს იუნევიჩიენე.


close დახურვა