logo
ENG



იუკნევიჩიენე: პროპაგანდისტული არხები „შავ საქმეს“ აკეთებდნენ ევროკავშირის წინააღმდეგ

24 თებ 202617:22
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/24/vda6s5w5133tlkn.png

არ არის სამართლიანი, რომ ასეთი პროპაგანდისტული არხები აქ იყვნენ განთავსებული და, ასე ვიტყოდი, თავიანთ „შავ საქმეს“ აკეთებდნენ ევროკავშირის წინააღმდეგ, - , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ "ევროსკოპს" განუცხადა.

"ნახეთ, მეგობრებო, ეს მართლაც ძალიან კარგი ნაბიჯია წინ. მინდა მივულოცო დიდ ბრიტანეთს ამ გადაწყვეტილების მიღება - ისინი ამ პროცესში ლიდერები არიან. ჩვენ, ევროპარლამენტში, რამდენჯერმე მივმართეთ ჩვენს შესაბამის უწყებებს და მოვითხოვეთ იგივე ნაბიჯის გადადგმა, რადგან არ არის სამართლიანი, რომ ასეთი პროპაგანდისტული არხები აქ იყვნენ განთავსებული და, ასე ვიტყოდი, თავიანთ „შავ საქმეს“ აკეთებდნენ ევროკავშირის წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღება უფრო რთულია. ამისთვის საჭიროა, მაგალითად, ჰკიტხეთ ბატონი ვიქტორ ორბანის ან მის პარტიას, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად ერთსულოვანი ხმა გვჭირდება. თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთმა ინსტიტუციამ მეტი გააკეთოს მსგავსი პროპაგანდისტული არხების დაბლოკვის მიმართულებით, როგორც ეს რუსეთის ფედერაციის ოფიციალური არხების შემთხვევაში მოხდა.

ეს არის ჩემი პასუხი. რა თქმა უნდა, ამ საკითხს შევიტანთ ჩვენს უახლოეს ანგარიშებში, რომლებიც მალე იქნება წარმოდგენილი, და კვლავ შევიტანთ შესაბამის ცვლილებებს. ვფიქრობ, ჩვენს კოლეგებთან ერთად ეს იქნება მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯი. დიახ, ეს მნიშვნელოვანია, და ისინი ამ პროცესის პიონერები არია", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

მან ასევე უპასუხა შეკიტხვას, ზოგადად რა არის ამ ანგარიშის მთავარი მიზანი და ძირითადი გზავნილი.

"სიტუაცია უარესდება. მდგომარეობა გაუარესებისკენ მიდის და ამას ყველა ხედავს. ჩვენ რეალობას ავსახავთ ამ დოკუმენტში - რეალური მდგომარეობა სრულად იქნება წარმოდგენილი. ეს ძალიან სამწუხარო ვითარებაა. მე საერთოდ არ ვარ კმაყოფილი. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ქართველ ხალხს საქართველოს ხელისუფლებამ არ მოუსმინა.

შესაძლოა, ხელისუფლება ელოდება გარკვეულ მხარდაჭერას არადემოკრატიული ქვეყნებისგან, მაგრამ ეს დროებითი იქნება. ქართველი ხალხი არასოდეს დათანხმდება არაევროპულ არჩევანს, და ჩვენ მათ დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ


close დახურვა