logo
ENG



იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმიდან გაათავისუფლეს

24 მაი 202219:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/24/j8c0aaudqg3giy6.png

იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმიდან გაათავისუფლეს. 

მისმა შვილიშვილმა, სოფო გაგოშიძემ, რომელიც ასევე გაათავისუფლეს ხელოვნების მუზეუმიდან, ფეისბუქზე დაწერა:

"დღეს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ინსტიტუციებიდან ბოლო ორი გაგოშიძე გაათავისუფლეს: დათა და იულონი.

მიხარია, რომ იმ ჭაობთან, რომელიც მინისტრის თაოსნობით შეიქმნა კულტურის სფეროში, არ ვასოცირდებით და ისტორიის - რომელიც აუცილებლად ასახავს ამ ყველაფერს - თავისდა უნებურად, დადებით მხარეს მოგვაქციეს.

დიდი მადლობა, ქალბატონო ვიცეპრემიერო!". - წერს სოფო გაგოშიძე. 

27 აპრილს ეროვნული მუზეუმის კანცელარიამ მეცნიერს გადასცა გათავისუფლების განცხადება, თუმცა, იულონ გაგოშიძემ ხელმოწერაზე განაცხადა. 

თეა წულუკიანის ინიციატივით დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში ეროვნული მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. 

თებერვალში, პირველ არხთან ინტერვიუში, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იულონ გაგოშიძეს "საბჭოეთის მეცნიერი" უწოდა. 


close დახურვა