logo
ENG



იურიდიულმა კომიტეტმა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტს I მოსმენით მხარი დაუჭირა

20 ივნ 202416:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/20/oxp7qdds6plzq6y.jpg

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 

პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. 

იურიდიულ კომიტეტამდე, კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების და მეცნიერების, დარგობრივი ეკონომიკისა და ჯანმრთელობის დაცვის ერთობლივ სხდომაზე.

კანონპროექტის განხილვასა და კენჭისყრას არ დაესწრო ოპოზიცია.

პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს. 

საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი "ჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ", დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა.

ქართული ოცნების გეგმის თანახმად, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ და მიიღებენ, ხოლო საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით. 

ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. 

ამავე ჰომოფობიური და პროპაგანდისტული ინიციატივის ფარგლებში ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს, რისთვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რაც არ აქვთ. პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ამ ეტაპზე კანონის მიღება, რისთვის საკმარისი უმრავლესობა აქვთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებს, მას არჩევნების შემდეგ, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გეგმავენ.  


close დახურვა