logo
ENG



იურისტი მაღალჩინოსნების გამოკითხვაზე: კითხვები არის ზედაპირული

07 ნოე 201921:33
3 წუთის საკითხავი
 
0lxa7i88pu1t71u.png

სუს-ის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმებს იურისტი თამთა მიქელაძე გაეცნო. მისი განცხადებით, პროკურატურის მიერ სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვა არის ფორმალური, ზედაპირული და პროკურატურას მათთვის არ დაუსვამს კრიტიკული კითხვები. 

"რა კითხვებიც იყო მოსალოდნელი, კითხვები არის ზედაპირული. ყველა შეკითხვა არ არის წარმოდგენილი პროკურატურის კითხვებში და ძირითადი მოტივაცია ამ კითხვების არის თუ სად იმყოფებოდნენ მაღალი თანამდებობიდან პირები როდესაც ეს ოპერაცია ჩატარდა. შედარებით ინფორმაციული გომელაურის ჩვენება იყო. გომელაური თავის ჩვენებაში ამბობს, ჩატაევის ლიკვიდაციის შემდეგ ინფორმაცია გახდა მათთვის ცნობილი, რომ მათ ჰყავდათ თანამზრახველები და ჩვენ გადავწყვიტეთ ამ სპეცოპერაციის ჩატარება,"- განაცხადა თამთა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, მისი მოადგილე პაატა ჯაჭვაძე, ყველა მათგანი მაჩალიკაშილის საქმეზე ჯერ კიდევ აგვისტოში გამოიკითხა, თუმცა მათი გამოკითხვის ოქმები დღეს პირველად ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გაასაჯაროვა.


close დახურვა