უფლებები საქართველოს იურისტის ელისო რუხაძის ინფორმაციით, სასტიკად მოკლულ კესარია აბრამიძეს ძალადობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართული ჰქონდა.
ელისო რუხაძის თქმით, შსს-სთვის მიმართვის მიუხედავად, კესარია აბრამიძის დაცვა "ვერც სახელმწიფომ, ვერც საზოგადოებამ ვერ შეძლო".
"შემზარავი მკვლელობა ნამდვილად უნდა შეფასდეს, როგორც ფემიციდის ფაქტი, თუმცა ეს არ არის ცალსახა, კლასიკური ფემიციდი. მიუხედავად იმისა, რომ კესარია პოზირებდა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, მისი განცხადებები იყო, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი ქალი და ამას საჯაროდ აცხადებდა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ასევე მიმართული ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მიუხედავად ამისა, მისი დაცვა, როგორც სახელმწიფომ, ასევე საზოგადოების წევრებმა, მათ შორის მოვისმინეთ მეზობლების კომენტარებიც, ვერ შეძლო.
ვინაიდან, ჩვენ გვჯერა, რომ ძალადობა, თუ ჩვენ არ გვეხება, ეს არ არის საზოგადოების ან ვინმეს საქმე და სახელმწიფოს წარმომადგენლებსაც, სამწუხაროდ, ხშირად პოლიციელებსაც სჯერათ, რომ ზედმეტად არ უნდა ჩაერიონ მსხვერპლის დაცვის საკითხში", - ამბობს ქალთა უფლებადამცველი.
***
ბრალდებული პოლიციამ დღეს დააკავა. შსს-ს ცნობით, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
კესარია აბრამიძე გუშინ, თბილისში, მის საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.