logo
ENG



იურსიტები მოსამართლეობის კანდიდატებზე: ეს ხალხია, რომელიც კლანთანაა დაკავშირებელი

11 დეკ 201912:20
3 წუთის საკითხავი
 
v43vpz8qry2gpcx.jpg

პროტესტის ფონზე ჩაივლის ხვალ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტში. პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და იურისტები პარლამენტის პიკეტირებას და სირცხვილის კორიდორის მოწყობას აანონსებენ. 

იურისტების თქმით, ისინი შეეცდებიან ხელი შეუშალონ იმ მოსამართლეების დამტკიცებას, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პოლიტიკური ნიშნით შეარჩია. ასევე, უფლებადამცველები მოუწოდებენ დეპუტატებს, რომ 20-კაციანი სიიდან მხარი არც ერთ მათგანს არ დაუჭირონ და სრულად ჩააგდონ დოკუმენტი.

"სამწუხაროდ ამ სიაში ორი კომბინაციაა: ერთი, როცა აკლიათ ან კეთილსინდისიერება და მეორე, როცა აკლიათ კომპენტენცია, ან ორივე ერთად. ეს არაფრით ჯობია იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგნელ 10-კაციან სიას. სულისკვეთებით და მისი კომპოზიციით იგივენაირია. ეს ხალხია, რომელიც კლანთანაა დაკავშირებელი",-განმარტავს კახა წიქარიშვილი.

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის, თქმით დაუშვებელია თუნდაც ერთი კანდიდატის შერჩევა, რადგან აღნიშნული სამართლიან მართლმსაჯულებას ეწინააღმდეგება. 

"მოთხოვნაა ის, რომ ამ სიიდან არც ერთი კანდიდატი არ დამტკიცდეს, რადგან ისინი შეირჩნენ მავნე ორგანოს და პროცედურის საფუძველზე. დეპუტატებმა მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის მორჩილები არიან, უნდა გაანოცბიერონ, რომ ივანიშვილის მმართველობა სასრულია,-აღნიშნავს ალექსანდრე ბარამიძე.

მოამართლეთა დანიშვნის პროცესში ივანიშვილის გადამწყვეტ როლზე მიუთითებს იურისტი ზაზა ხატიაშვილი. მისი თქმით ქვეყანაში არაჯანსაღი სამართლებრივი სისტემაა, მაგალითად კი ხატიაშვილს თადუმაძის დიპლომის სკანდალი მოჰყავს.  

"მსოფლიოში დამისახელეთ ქვეყანა, რომლის გენერალური პროკურორი აჩვენებს დიპლომს და ამბობს, რომ ამ დოკუმენტის გაცემის დროს უნივერსისტეტი არ არსებობდა. ესაა ყალბი დოკუმენტის გამოქვეყნებაა. ალბათ ხვალინდელი დღე ივანიშვილის მიერ მოგლეჯილი და გადატანილი ხეა. ესაა ის პროცესი, რაც ივანიშვილმა დაიწყო",-აღნიშნას ხატიაშვილი.

 


close დახურვა