პრემიერია სამსახურიდან გათავისუფლებულების მიმართვის ერთ-ერთი მთავარი ადრესატი. პანდემიის დროს სამუშაო ადგილის დაკარგვის გამო მხოლოდ ერთ სამინისტროსთან პრეტენზია აქვს 160 პირს.
თეა წულუკიანის უკვე ყოფილი თანამშრომლები მინისტრს უკომპრომისო სამართლებრივ დავას ჰპირდებიან.
კომპენსაციისა და დაბრუნების პირობის გარეშე გაათავისუფლა დასაქმებულები საქართველოს ფოსტამაც, მათი პრობლემები მაყურებელს გუშინ „დროებამ“ გააცნო.
სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ სარჩელს ფოსტის თანამშრომლებიც ამზადებენ. პოლიტიკურ და მორალურ პასუხისმგებლობას კი მოქალაქეების შემოსავლის გარეშე დატოვების გამო ოპოზიცია მთავრობას აკისრებს