ამ წუთებში იუსტიციის სამინისტროსთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან. აქციებია დაგეგმილი მომდევნო დღეებშიც, მათ შორის 11 თებერვალს, სააკაშვილის პროცესის პარალელურად.
გუშინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე საზოგადოებას აქციებთან დაკავშირებით პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო და გარდა თბილისისა, აქციები რეგიონებშიც დააანონსა. მისი თქმით, პროტესტი იქნება ყოველდღიური.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.
მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს. საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.