logo
ENG



იუსტიციის სახლი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

14 მარ 202013:39
3 წუთის საკითხავი
 
6bt156eljlmc11r.jpg

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლი მუშობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის და შეზღუდვებს აწესებს. 14 მარტიდან ორი კვირის განმავლობაში შაბათს და კვირას არ იმუშავებს იუსტიცის სახლის არცერთი ფილიალი. შესაბამისად, ამ პერიოდში, შაბათს და კვირას, სერვისების დაჩქარებული წესით მიღება შეუძლებელი იქნება.  

ამასთანავე, ორშაბათიდან, 16 მარტიდან, თბილისის იუსტიციის სახლში, მოქალაქეებს მზა დოკუმენტის გატანის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ „ჯასთ დრაივის“ სარკმელებიდან, რომელიც იუსტიციის სახლი შენობის მარცხენა ფლიგელზე, ავტოსადგომის მხარეს მდებარეობს. მოქალაქეთა ნავიგაციის გამარტივების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სანავიგაციო მანიშნებლები.  

ასევე, 16 მარტიდან, მუშაობას ერთი კვირით შეაჩერებს გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი.


close დახურვა