logo
ENG



იუსტიციის უმაღლესი საბჭო შავაძის სექსისტურ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს

08 ოქტ 201920:24
3 წუთის საკითხავი
 
opcz61kb2t0bhmn.png

რა კრიტერიუმებით შეარჩია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლეობის მსურველები, რომელთა შორისაც პირველ ეტაპზე პაატა შავაძეც მოხვდა?!  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა შავაძე 137 კონკურსანტს შორის შეარჩიეს და ადვოკატი 50 საუკეთესოს შორის იმყოფებოდა. მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა, რომ ხარვეზებით მიმდინარეობდა - დასკვნა სახალხო დამცველმაც გამოაქვეყნა. ომბუდსმენის ანგარიშში წერია, რომ  უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატების სრულფასოვნად შეფასება ვერ შეძლეს. შავაძე, რომელსაც მოსამართლეობის პრეტენზია აქვს, ძალადობის სავარაუდო მსხვერპლ ქალს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებს. 

თამთა თოდაძეს, რომელიც „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პაატა შავაძემ ღირსების შემლახავი პოსტი მიუძღვნა. სექსისტური და შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორი შესაძლოა, უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა შორის ისევ მოხვდეს, იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არსებულ 20-კაციან სიას პარლამენტი ვერ დაამტკიცებს. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პაატა შავაძის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ სურს. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ამ შემთხვევაში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის აზრები ერთმანეთს ემთხვევა. ისინი ფიქრობენ, რომ შავაძის მხრიდან მსგავსი განცხადებები მიუღებელია. 

 

 


close დახურვა