რბილად რომ ვთქვათ, მისი [რუსეთის] კოლაფსისთვის ყოველდღე ვლოცულობ.
მართალი გითხრათ, ჩემთვის გასაგები და სწორი, რაღაც მომენტში თანამედროვეც კი იყო პრეზიდენტ ბაიდენის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, ომს რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს.
ომს ორი მიზანი აქვს, არა სამი ან ოთხი, არამედ სწორედ ორი.
პირველი მიზანი - უკრაინის გამარჯვება. ეს ოქროს სიტყვებია, ძალიან სწორი, ძალიან ძლიერი და ძალიან მკაფიო განმარტების თვალსაზრისით.
ომში გამარჯვება - ესაა მიწის ყოველი კვადრატული მეტრი, რომლის ოკუპაციაც რუსეთმა აქამდე მოახდინა. ეს პირობა არ განიხილება და მოლაპარაკებების მაგიდა ამის გარეშე ვერ იქნება. ამას ჩვენი ერი არ დაუშვებს. და ეს არის ჩემთვის მთავარი არგუმენტი, რომელიც დღის წესრიგიდან ხსნის ამ რისკს, რომ ნაადრევად არ შევიდეთ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც, მაგალითად, რუსეთის ხელისუფლების ხელში ყირიმსა და დონბასს აკანონებს.
მეორე მიზანი - იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლის შედეგადაც რუსეთი აღარ იქნება აგრესიის, არასტაბილურობის წყარო მსოფლიოში, კერძოდ ევროპაში. შესანიშნავი მიზანია.
[ ...]
ახლა, როდესაც რუსეთის დაშლის ეტაპზე ვართ, ძალიან დაუფიქრებელი, ცუდი პოლიტიკაა იმის გაცხადება, რომ არ უნდა დავუშვათ რუსეთის დაშლა.
იცით, ადრე თუ გვიან, ეს იმპერია უნდა დაიშალოს. რადგანაც ერთადერთი გზა რომლითაც შეიძლება არსებობდეს ასეთი ტერიტორიული ზომის სახელმწიფო ფორმირება, არის დემოკრატიული გზა.