logo
ENG



იყო გზავნილი, რომ წლის ბოლომდე იარაღს ჩამიდებენ - ქაცარავა მუქარაზე საუბრობს

21 ნოე 201908:34
3 წუთის საკითხავი
 
ek834ov6beoiyqa.jpg

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა მუქარასა და მოსალოდნელ დაკავებაზე საუბრობს. ქაცარავას განცხადებით, ის და მისი მოძრაობის წევრები დაახლოებით ორი თვეა მუქარის შემცველ განცხადებებს იღებენ. აქტივისტი ვარაუდობს, რომ მისი დაკავების მოტივით, შესაძლოა იარაღი ან ნარკოტიკული საშუალება „ჩაუდონ". მიუხედავად მუქარისა „ძალა ერთობაშია"-ს წევრები, შეჩერებას არ აპირებენ და 25 ნოემბერს აქციას შეუერთდებიან. 

„მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მოგვივა ჩვენ. ერთ-ერთი გზავნილი იყო, რომ ამ წლის ბოლომდე მოხდება იარაღის ჩადება და აღმოვჩნდები ციხეში. ჩემს გარდა სხვა წევრებზეც მიმდინარეობს ზეწოლა. ასევე იყო არასასიამოვნო გზავნილი, რომ ჯერჯერობით ოჯახს არ ვეხებით“, - განაცხადა ქაცარავამ „ფორმულასთან“ საუბარში.

 

 

 


close დახურვა