logo
ENG



კადიროვი: აჯანყება უნდა ჩაიხშოს, თუ მკაცრი ზომები იქნება საჭირო, მზად ვართ!

24 ივნ 202313:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/fnedk4q1xyxz2ul.jpg

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ამბობს, რომ აჯანყება უნდა ჩაიხშოს და თუ ამისთვის მკაცრი ზომებია მისაღები, "ჩვენ მზად ვართ". ამის შესახებ ის ტელეგრამზე წერს.

"არაერთხელ ვთქვი, რომ ომი არაა პირადი წყენისა გახმოვანებისა და ზურგს უკან დავების გადაწყვეტის დრო არაა. ზურგი ყოველთვის მშვიდი და საიმედო უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, როგორ გრძნობენ თავს ახლა სანგრებში მყოფი ბიჭები, რომელთა წინაშე მტერი დგას, მათ ზურგს უკან კი მოღალატეობრივი ავანტიურაა. საუბარია სტაბილურობაზე, სახელმწიფოს ერთიანობაზე, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე", - წერს კადიროვი.

კადიროვის თქმით, მხარს უჭერს პუტინის თითოეულ სიტყვას.  როგორც ის ამბობს, ჩეჩენი მებრძოლები დაძაბულობის ზონებისკენ გაემგზავრნენ. 


close დახურვა