logo
ENG



კადიროვი: უბრალოდ ასე წასვლის უფლება არ მაქვს, უვადო შვებულებაზე საუბრებს გადავდებ

06 სექ 202213:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/06/rv4n5w6lqv5dqko.jpg

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი თავის ნათქვამს ცვლის და ამბობს, რომ "უვადო შვებულებას" გადადებს. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ ლიდერის პოსტის დატოვებაზე ფიქრობს.

"ამას წინათ გადავაწყდი პუბლიკაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თანამდებობას უკვე 15 წელია ვიკავებ და რეგიონების ხელმძღვანელებს შორის ყველაზე დიდხანს ვარ. ვიფიქრე, რომ ეს ბევრია და გადავწყვიტე თქვენი აზრი გავიგო. მოგვიანებით გავიგე, რომ არც ისე დიდხანს ვყოფილვარ - წინა რეკორდი, როგორც ირკვევა, 27 წელს შეადგენს. ამიტომაც მეტს ვიტყვი: რეკორდის მოხსნაზე წასვლა გადავწყვიტე. ვნახოთ, იქნებ შევძლო.

სინამდვილეში, უბრალოდ ასე წასვლის, რა თქმა უნდა, უფლება არ მაქვს. და ამ ნდობის გამართლება - ჩემი წმინდა მოვალეობაა. წასვლა შემიძლია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხალხს და რუსეთის პრეზიდენტს ვკითხავ. ამიტომაც უვადო შვებულებაზე საუბრებს მომავლისთვის გადავდებ. ამჟამად ყოველწლიურ შვებულებასაც არ ავიღებ", - დაწერა კადიროვმა ტელეგრამში.


close დახურვა