logo
ENG



კადიროვი უკრაინაში არ ყოფილა - Ukrainskaya Pravda-მ ეს მისი ტელეფონით დაადგინა

16 მარ 202222:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/16/mj6l42zhi9vo7vl.jpg

გამოცემა Ukrainskaya Pravda წერს, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი, რომელიც ამტკიცებდა რომ უკრაინაში ჩავიდა, რეალურად იქ საერთოდ არ ყოფილა. 

13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადიროვი უკრაინაში ჩავიდა, სადაც ჩეჩენ მებრძოლებს შეხვდა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში იღებენ მონაწილეობას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ, ნამდვილია თუ არა. რასაც მალევე თვითონ კადიროვი გამოეხმაურა: " რატომ "თუ"? არ გინახავს გადაღება თუ კარზე უნდა დაგიკაკუნო?". კადიროვმა ტელეგრამით ვიდეოც გაავრცელა, რომლითაც ამტკიცებდა, რომ კიევიდან 25 კილომეტრში იმყოფება. 

უკრაინსკაია პრავდასა (UP) და უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კადიროვი ტელეფონის ორ ნომერს იყენებს. გამოცემის ინფორმაციით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ეს ნომრები უკრაინის ტელეანძებს როუმინგით არ დაკავშირებია.

UP-მ ონლაინსერვისი საშუალებით სცადა დაედგინა კადიროვის ადგილსამყოფელი. აღნიშნული სერვისი აგენერირებს ბმულს, რომელიც საშუალებას იძლევა, დადგინდეს ნომრის ადგილსამყოფელი მაშინვე, როგორც კი მომხმარებელი ბმულზე გადავა. ამავე დროს, თვითონ მომხმარებელი ვერაფერს ხვდება.

როგორც გამოცემაში ამბობენ, კადიროვს Telegram-ზე მიწერეს და თავი რუსული პროსახელისუფლებო გამოცემა Ria-ს ჟურნალისტად გააცნეს თავი. კადიროვს უთხრეს, რომ უკრაინაში მისი "გმირული გამარჯვების" შესახებ სტატია დაწერეს და მასალის შესამოწმებლად მას უგზავნიან.

ირკვევა, რომ სერვისმა კადიროვის გეოლოკაციად რუსეთის ფედერაცია, ქალაქი გროზნო აღმოაჩინა.

 

15 მარტს კადიროვმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უკვე ჩეჩნეთში იმყოფებოდა.


close დახურვა