logo
ENG



კავკასიის მედიცინის ცენტრის თანამშრომლები შიშობენ, რომ დაინფიცირების რისკის ქვეშ არიან

02 აპრ 202014:26
3 წუთის საკითხავი
 

კავკასიის მედიცინის ცენტრის თანამშრომლები საფრთხეებზე და დაუცველობაზე საუბრობენ. ისინი შიშობენ, რომ დაინფიცირების რისკის ქვეშ არიან, რადგან  მიუხედავად იმისა, რომ ემერჯენსის ექიმს სწრაფი ტესტით კოვიდ-19 დაუდასტურდა, ოპერაციები მაინც გრძელდება.

„კავკასიის მედიცინის ცენტრში ემერჯენსის განყოფილების ექიმს დაუდგინდა სწრაფი ტესტით კორონავირუსი და ჩვენს კლინიკაში არანაირ ზომებს არ იღებენ. ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არის და თანამშრომლებს საფრთხის ქვეშ გვაყენებენ. ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ექიმმა თავისი უცხოეთიდან ჩამოსული ახლობელი მიიყვანა ანალიზების ასაღებად, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული და სიცხეც კი არ გააზომინა შესასვლელში. ვფიქრობ, ამ პაციენტისგან გადაედებოდა ექიმსაც. დეზინფექცია გააკეთეს და გვითხრეს, რომ საშიში არაფერია, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გამოვლინდა შემთხვევა“, - აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი. 


close დახურვა