logo
ENG



კათოლიკური სამყარო წითელ პარასკევს ონლაინ რეჟიმში აღნიშნავს

10 აპრ 202009:54
3 წუთის საკითხავი
 

კათოლიკური სამყარო დღეს წითელ პარასკევის აღნიშნავს. მიუხედავად ამისა, პანდემიის გამო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წელს ღვთისმსახურება ტაძრებში მრევლის გარეშე, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. პირდაპირ ეთერში გადაიცემა სადღესასწაულო წირვა ვატიკანიდანაც.  

პირველად 55 წლის განმავლობაში დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი რელიგიური მსვლელობა არა კოლიზეუმის კედლებთან, არამედ წმინდა პეტრეს ბაზილიკის წინ ჩაივლის. მცირერიცხოვან მსვლელობას რომის პაპი უხელმძღვანელებს. სხვა წმინდა ადგილების მსგავსად, საზოგადოებისთვის დახურული იქნება მაცხოვრის საფლავის ტაძარი იერუსალიმში, რომელიც ყოველ წელს აღდგომის დღესასწაულების ცენტრს წარმოადგენს.  

არ გაიმართება რელიგიური მსვლელობები არც ცნობილი ვია დოლოროსაზე. დაკეტილია შობის ეკლესია. კორონავირუსის გამო იერუსალიმში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. ქრისტიანი და მუსლიმი რელიგიური ლიდერები მთავრობის საგანგებო რეგულაციებს ითვალისწინებენ. 


close დახურვა