logo
ENG



კაიროს სამშვიდობო სამიტზე შარლ მიშელი მაჰმუდ აბასს შეხვდა

21 ოქტ 202318:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/21/ruqjmy1vt0jpyka.jpg

კაიროს სამშვიდობო სამიტზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. 

"ევროკავშირი ხელს უწყობს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვას. მკაცრად ვგმობთ ჰამასის მიერ ისრაელსა და მის ხალხზე საზარელ ტერორისტულ თავდასხმას", - აცხადებს მიშელი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. 

"მზად ვართ, გავაგრძელოთ ძალისხმევა ღაზაში ყველა დაუცველის დასახმარებლად", - დაწერა მან. 

სამშვიდობო სამიტის მიზანი ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ძიებაა. თუმცა სმაიტს არ ესრწებიან აშშ-ის, ისრაელისა და ირანის წარმომადგენლები.

ქვეყნის ლიდერი აბდელ ფატაჰ ელ-სისი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები კონფლიქტის ესკალაციასა ხელს შეუშლის.

სამიტში მონაწილეობას იღებს პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, ასევე იორდანიის, ბაჰრეინის, კატარის, ქუვეითის, კვიპროსისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერები; ერაყის, იტალიის, ესპანეთისა და საბერძნეთის პრემიერმინისტრები; გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთისა და ჩინეთის მინისტრების მოადგილეები. კაიროში ასევე ჩავიდნენ გაეროს გენერალური მდივანი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი და ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი და სხვები.

ეგვიპტელი ორგანიზატორები ამბობენ, რომ მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტაა. მაგრამ მოლოდინი იმისა, თუ რა იქნება სამიტის შედეგები, დაბალია, რადგან ძირითადი მოთამაშეები, როგორიცაა ისრაელი და ჰამასის მხარდამჭერი ირანი, სამიტზე წარმოდგენილნი არ არიან.

 

 
 

 

 

 

close დახურვა