პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი მიმდინარეო კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებების პროექტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 50 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით დაჯარიმდებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია მიიჩნევს, რომ ჯარიმის ოდენობა ადეკვატურია.
„მას შემდეგ, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ადეკვატურად გაიაზრა საფრთხე, ასეთ შემთხვეევაში, ეს ადეკვატურ ჯარიმად მიმაჩნია. მოდუნება არ შეიძლება, წინ საკმაოდ გაურკვეველი პერსპექტივაა. ადეკვატურია და აუცილებელიც იყო“, - აღნიშნა კაკულიამ.