კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე გახდა.
ის ერთადერთი კანდიდატი იყო.
ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა და თქვა, რომ მხარს სანიკიძეს დაუჭერდა.
"მე სრულად ვიზიარებ იმ პასუხისმგებლობას, არც ავიღე და პასუხისმგებელი ვარ ყველა იმ წარმატებაზე, რაც ქართულ კალათბურთს წინ ელოდება.
ევრობასკეტის მსგავსი მასშტაბური ღონისძიება საქართველოში არ ყოფილა და ჩვენ მას თავს გავართმევთ ღირსეულად, ისე, როგორც ეკადრება ქართულ კალათბურთს და ჩვენს ქვეყანას.
რაც შეეხება პაატა გურასპაულს - ჩვენ არაერთხელ შევხვდით ერთმანეთს და მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ამ კონფიგურაციით კალათბურთის განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობაა". - თქვა სანიკიძემ.
არჩევნები დღეს, 11 დეკემბერს ჩატარდა. დამტკიცდა ფედერაციის გამგეობის წევრები.
ვიქტორ სანიკიძე ქართული ოცნების წევრი და პარლამენტის დეპუტატიც არის.