logo
ENG



კალასი: NATO საფრთხეს უქმნის რუსეთის იმპერიულ ამბიციებს და არა მის ეროვნულ უსაფრთხოებას

04 ივნ 202314:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/04/rgsxvxmg24do6km.jpg

ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის განცხადებით, NATO საფრთხეს უქმნის რუსეთის იმპერიულ ამბიციებს და არა მის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ამასთან, კალასი აღნიშნავს, რომ ესტონეთის NATO-ში გაწევრიანება ხალხის თავისუფალი არჩევანი იყო.

"აქ საუბრობენ NATO-ს გაფართოებაზე, როგორც პროცესზე, რომელიც რატომღაც არ არის დაკავშირებული ქვეყნების ნებასთან, მაგრამ მე ამას უარვყოფ. რუსეთი იქცევა როგორც ბოლო კოლონიური ძალა, რომელიც ფაქტობრივად, ცდილობს კოლონიზაციას და საკუთარი იმპერიის გაფართოებას.

ისინი, ვინც NATO-ს გაფართოებასა და ესკალაციაში ადანაშაულებენ, რუსეთის მიერ წახალისებულ იმპერიალისტურ ენასა და იდეოლოგიას იღებენ. NATO საფრთხეს უქმნის რუსეთის იმპერიულ ამბიციებს და არა მის ეროვნულ უსაფრთხოებას", - თქვა ესტონეთის პრემიერმა.


close დახურვა