logo
ENG



კალასი: რუსების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა უკიდურესად საშიში პროვოკაციაა

19 სექ 202519:01
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/19/2yq27mc92ut5dkn.jpg

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ეხმაურება.

იგი აღნიშნულ ფაქტს კრემლის მხრიდან "უკიდურესად საშიშ პროვოკაციას" უწოდებს.

კალასი ასევე წერს, რომ იგი კავშირზეა ესტონეთის მთავრობასთან და დაამატა, რომ გაერთიანება გააგრძელებს მისი წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას.

"რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დღევანდელი დარღვევა უკიდურესად საშიში პროვოკაციაა.

ეს არის ევროკავშირის საჰაერო სივრცის მესამე მსგავსი დარღვევა ბოლო რამდენიმე დღეში და ის კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას რეგიონში.

ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ესტონეთს. მე ესტონეთის მთავრობასთან მუდმივ კონტაქტზე ვარ.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას, რათა ევროპული რესურსებით გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა.

პუტინი ამოწმებს დასავლეთის სიმტკიცეს.

ჩვენ სისუსტე არ უნდა გამოვავლინოთ", - წერს კალასი.

რამდენიმე წუთის წინ Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 3-მა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და დედაქალაქ ტალინის მახლობლად, დაახლოებით, 12 წუთი წრიულ მოძრაობებს აკეთებდა.


close დახურვა