logo
ENG



კალასი: საბაჟო ტარიფები საფრთხეს უქმნის ევროპისა და აშშ-ის ეკონომიკას, აფერხებს განვითარებას

18 იან 202611:22
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/18/tg1rh8bqu2zprru.jpg

ჩინეთი და რუსეთი, ალბათ, ნამდვილ დღესასწაულს მართავენ. სწორედ ისინი სარგებლობენ მოკავშირეებს შორის არსებული განხეთქილებით. თუ გრენლანდიის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, ჩვენ შეგვიძლია ეს საკითხი NATO-ს ფარგლებში გადავჭრათ. საბაჟო ტარიფები საფრთხეს უქმნის ევროპისა და აშშ-ის ეკონომიკას, აფერხებს მათ განვითარებას და ძირს უთხრის ჩვენს საერთო კეთილდღეობას. ასევე, არ უნდა დავუშვათ, რომ ამ დავამ ყურადღება გადაგვატანინოს ჩვენი მთავარი ამოცანიდან — დავეხმაროთ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომის დასრულებაში.


close დახურვა