logo
ENG



კალაძე: 15 ათასზე მეტი ტრანსპორტის აბონემენტია გაყიდული

02 თებ 202211:36
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: 15 ათასზე მეტი ტრანსპორტის აბონემენტია გაყიდული

თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 15 ათასზე მეტი სხვადასხვა აბონემენტია გაყიდული. სააბონენტო სისტემა გუშინ, პირველ თებერვალს ამოქმედდა. 

ახალი სისტემით, ერთჯერადი მგზავრობის საფასური, 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი იქნება. გადახდა როგორც მეტრომანით, ან საბანკო ბარათით, ასევე, ახალი სააბონენტო ბარათითაც არის შესაძლებელი. 

ამასთან, 1-ლარიანი სააბონენტო ბარათი იქნება ულიმიტო 90 წუთის განმავლობაში და იმოქმედებს სამივე სახეობის [მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი] ტრანსპორტში. 

სააბონენტო სისტემის ფასები იქნება:

  • ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი; 
  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
  • ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი.

უფასოდ მგზავრობა შეეძლება თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებულ ვეტერანებს.

შეღავათიან ფასებში, 20 თეთრად იმგზავრებენ თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტები, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და თანამშრომლები, პენსიონრები, თბილისის პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, პედიატრები და ოჯახის ექიმები, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურებ. ასევე, 10 თეთრად იმგზავრებენ სოციალურად დაუცველები.

 

 


close დახურვა