თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, პრემიერის ცვლილების საკითხი მმართველ გუნდში არ განიხილება.
„არანაირ ცვლილებებზე არაა საუბარი გუნდში. თუ რაიმე იქნება ცვლილებებზე თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც. ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერი და მთავრობა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ. არ ყოფილა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გყვავს პრემიერი გახარია, რომელიც არის ძლიერი პრემიერი“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გახარია მარტის დასაწყისში უნდა ჩაანაცლოს.