logo
ENG



კალაძე: ევროპარლამენტარების წერილი, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე მცდარია

05 მარ 202012:57
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარების წერილთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ინფორმაცია დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლასთან ​დაკავშირებით, მცდარია.

ევროპარლამენტარების მიერ გამოგზავნილი წერილის ტექსტი „ფორმულასთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. ევროპელი პოლიტიკოსები წუხილს გამოთქვამენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპებიდან საქართველოს უკუსვლის გამო.

ისინი საქართველოს მთავრობისგან დაჟინებით მოითხოვენ მოამზადოს დაპირებული ზომები პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის შემდგომი შეფერხების გარეშე. წერილში უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებზეც არის საუბარი, სადაც ვკითხულობთ, რომ მოსამართლეები, უმაღლეს პროფესიულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ.


close დახურვა