logo
ENG



კალაძე: თუ უკრაინისთვის სააკაშვილია პრიორიტეტი, ეს მათი გადასაწყვეტია

05 თებ 202414:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/05/ok67umxvfy9ql0c.png

თბილისის მერი, კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ბედი უკრაინისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

ამის შესახებ პოდოლიაკმა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, მან ქართულ ოცნებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილის გათავისუფლება ძალიან სწორი და ჰუმანური ნაბიჯი იქნება.

"ყველა ქვეყანას თავისი პრიორიტეტი აქვს. მე გამიჭირდება შევიდე დეტალებში და განვსაზღვრო, რა არის უკრაინის პრიორიტეტები. მათთვის თუ სააკაშვილია პრიორიტეტი, ეს მათი გადასაწყვეტია.

რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის დამნაშავე. სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის და რა თქმა უნდა, როდესაც სასჯელს მოიხდის, გათავისუფლებული იქნება", - ამბობს კალაძე.


close დახურვა