logo
ENG



კალაძე: მერიაში ხუთშაბათობით და პარასკევობით გაიმართება ადამიანების მოსმენა

09 დეკ 202112:22
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/09/kzv6vigk82ownbl.jpg

თბილისის მერი კახა კალაძე გამგებლებს ავალებს გამოყონ კვირაში ორი დღე მოქალაქეების მოსასმენად. კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია მოსმენა თუ ვის რა უჭირს და ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რატომ ეუბნებიან კონკრეტულ თხოვნებზე მერიაში უარს.

„მნიშვნელოვანია ადამიანებთან ელემენტარული კომუნიკაცია, ელემენტარული მოსმენა, თუ ვის რა უჭირს, რა ჭირდება, რა თანადგომა არის საჭირო, ამიტომ გამგებლებს გავალებთ, რომ გამოყოთ კვირაში ორი დღე, ხუთშაბათი, პარასკევი, რომელიც იქნება მოქალაქეების მიღების დღეები და მოვუსმინოთ ადამიანებს, მე კარგად მესმის ისიც, რომ, რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას, ყველაფერს, ვერ მოვაგვარებთ და ვერ მოვაწესრიგებთ, მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს პასუხი რაღაცას რომ ვერ ვუკეთებთ და რაღაცა შეიძლება კანონს ეწინააღმდეგებოდეს, რაღაცა არ გამოდის, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი და უნდა იცოდეს კონკრეტული მოთხოვნა, რაც მას აქვს, რატომ ვერ კეთდება. იგივე, მოქალაქეების მიღება იქნება დედაქალაქის მერიაში, ხუთშაბათობის და პარასკევობით გაიმართება ადამიანების მოსმენა.

ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც გარკვეული პრობლემები და საჭიროებები აქვს. ცხადია, ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ ბოლო 4 წელში მოდიოდა ისეთი არარეალური თხოვნები, მოთხოვნები, რომლებიც კანონს ეწინააღმდეგება, შეუძლებელია იმის გაკეთება, გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, რომ ყველაფერი კარგად იყოს ახსნილი ადამიანისთვის, რატომ ეუბნებიან მას უარს, რატომ არ გამოდის კონკრეტული საქმე, რატომ ვერ ხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, ეს კომუნიკაცია პრინციპულად მნიშნველოვანი იქნება ჩემთვის ამ 4 წლის განმავლობაში.“ - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.


close დახურვა