logo
ENG



კალაძე: მთლიანად მილიარდ სამასი მილიონი დაიხარჯება ქალაქისთვის

27 დეკ 201918:38
3 წუთის საკითხავი
clock 840
iikwvsj8x8xwh5c.jpg

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა, თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს 2020 წლის ბიუჯეტს, მისივე თქმით ორი თბილისის მერია ორი ძირითადი პრიორიტეტი აქვს, ესენია, ინფრასტრუქტურა და სოციალური მიმართულება.

„მხარი დაუჭირეს და ხმა მისცეს 2020 წლის ბიუჯეტს, ვფიქრობ 2020 წლის ბიუჯეტი არის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ისტორიულ ნიშნულსაც კი აღწევს, ამხელა ბიუჯეტი დედაქალაქს არასდროს არ ჰქონია, მთლიანად მილიარდ სამასი მილიონი დაიხარჯება ქალაქისთვის, გვაქვს ორი ძირითადი ბიუჯეტი, გვაქვს ორი ძირითადი პრიორიტეტი რაზეც იქნება მაქსიმალური ყურადღება გამახვილებული, ეს არის ინფრასტრუქტურა და კეთილმოწყობითი სამუშაოები და მეორე ეს არის ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. რა თქმა უნდა სატრანსპორტო პოლიტიკა ისევ რჩება პრიორიტეტებში, ამ თანხებიდან დიდი ნაწილი იქნება გამოყოფილი დამატებით ახალი ავტობუსების შესყიდვაზე, იმისთვის რომ ჩვენ დავამატოთ ავტობუსები, იმისთვის რომ ის პრობლემები რომელიც გვაქვს ზოგიერთ რაიონში უბნებსა და ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობის გამო ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული“,-განცხადა კახი კალაძემ.

სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი პროტესტს უცხადებენ ბიუჯეტს. ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს საშტატო ერთეულების 89 ერთეულით ზრდაზე.

კახი კალაძის თქმით, ოპოზიციას ამასთან დაკავშირებით არგუმენტები არ აქვს და სწორედ ამიტომ არ ესწრებოდნენ დღეს ისინი სხდომას.

 „მე არ ვიცი რა პასუხი გავცე ამ ადამიანებს. ჩვენთვის მთავარი არის საქმე ვაკეთოთ, ჩვენი საქმე ღირსეულად შევასრულოთ ჩვენი უფლება მოსილება, რომელიც 4 წლით მოგვცა თბილისი მოსახლეობის უმრავლესობამ და ჩვენ ჩვენი გაკეთებული საქმით დავამტკიცებთ ყველაფერს. არანაირი ადმინისტრაციული ხარჯი არ იზრდება, არანაირი არგუმენტები არ აქვთ ამასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ არ გამოცხადნენ დღეს სხდომაზე. სარეკლამო ხარჯზეც არასწორად გავრცელებული ინფორმაციაა, ადამიანები ვინც იყვნენ ჩამოთვლილი ისინი ემსახურებიან 10 გამგეობას, ემსახურებიან 12 საქალაქო სამსახურს და ყველა იმ შპს-ს აიპს და სიპს რომელიც არის გაერთიანებული მუნიციპალიტეტში, კახი კალაძეს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი პიარის თანამშრომელი, ეს არის გადანაწილებული ყველა იმ სამსახურზე რომელიც ჩამოგითვალეთ“,-განაცხადა თბილისის მერმა.

 


close დახურვა