logo
ENG



კალაძე: პირველი, ვინც სტატუსს იმსახურებდა, იყო საქართველო - არ იფიქროთ, უკრაინას ვაყვედრი

01 მაი 202312:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/01/wbbfbdqg6cn3evh.jpg

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე კვლავ იმეორებს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას იმსახურებდა, რადგან "ყველანაირი პარამეტრით უსწრებს მოლდოვასა და უკრაინას".

კალაძის მტკიცებით, სტატუსის მინიჭება იყო "პოლიტიკური გადაწყვეტილება" და საქართველოს არ გადასცეს ის, რადგან "არ უერთდება სანქციებს, არ იწყებს ომს, არ ხსნის მეორე ფრონტს".

"ქვეყანა დღემდე იმსახურებდა სტატუსის მიღებას, მაშინ როდესაც ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, პირველი, ვინც ამ სტატუსს იმსახურებდა, იყო საქართველო. ყველანაირი პარამეტრებით შეგვიძლია შევადაროთ - არ იფიქროთ, ომში მყოფ ქვეყანას რაღაცას ვაყვედრი და ღმერთმა დამიფაროს, პირიქით, ყოველთვის გამიხარდება უკრაინის და უკრაინელების წარმატება, მაგრამ რომ შევხედოთ რეალურად, ყველანაირი ციფრებით, პარამეტრებით, საქართველო იყო პირველი, ვისაც კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადადგმული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, კორუფციასთან ბრძოლა... თუმცა, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და კარგად გაიგო საზოგადოებამ, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას. იმიტომ რომ, არ უერთდება სანქციებს, არ იწყებს ომს, არ ხსნის მეორე ფრონტს საქართველოში და ეს გამოიყენეს, ჰქონდათ სურვილი, ერთგვარ ბერკეტად ყოფილიყო გამოყენებული ეს ყველაფერი", - განაცხადა კალაძემ. 


close დახურვა