logo
ENG



კალაძე: პირველი ავარიული კორპუსი, რომელიც ჩანაცვლდება, ვაკეთილის III მასივში მდებარეობს

02 აგვ 202212:44
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: პირველი ავარიული კორპუსი, რომელიც ჩანაცვლდება, ვაკეთილის III მასივში მდებარეობს

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების საპოლიტე პროგრამა იწყება და მის ფარგლებში პირველი ავარიული კორპუსი ვარკეთილში შეიცვლება. 

კალაძის თქმით, დაწყებულია ბაზრის კვლევა. 

"სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს ხუთსართულიანი მაღალი კატეგორიის ავარიული შენობა, საიდანაც მოსახლეობა უკვე გაგვყავს და ნაწილი ქირით გაყვანილია. მუნიციპალიტეტი ამ შენობის დემონტაჟს და მის ნაცვლად, ახლის მშენებლობას დაიწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტი შედგენილია, ექსპერტიზა ჩატარებულია და გამოცხადებულია ბაზრის კვლევა". - განაცხადა მან. 

კალაძემ ასევე თქვა, რომ ვიცე მერი, ირაკლი ხმალაძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

თბილისის მერისვე თქმით, მუნიციპალიტეტი კიდევ 12 ავარიული შენობის ჩანაცვლების პროექტზე მუშაობს.

"იმედი მაქვს, აღნიშნული პროექტის ბაზრის კვლევაც წარმატებით დასრულდება და უახლოეს დღეებში სატენდერო პროცედურებიც ჩატარდება". - თქვა მან. 


close დახურვა