logo
ENG



კალაძე: პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობს, ეს დრო ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ

08 ივნ 202214:17
3 წუთის საკითხავი
 

თბილისი მერის კახა კალაძის მტკიცებით, საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. მისივე თქმით, "ეს დრო" წარსულს ჩაბარდა.

"პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობს, ეს დრო ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ"- ამბობს კალაძე.

ჟურნალისტებმა მას ნიკა გვარამიას შეწყალებაზე ომბუდსმენის განცხადების შეფასება სთხოვეს და ჰკითხეს, შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას, რაზეც კალაძემ ასე უპასუხა:

"არ ვიცი, ეს მისი [ნინო ლომჯარიას] გადაწყვეტილებაა. მე რატომ მეკითხებით? გვარამიას გარდა უამრავი პატიმარი ჰყავს საქართველოს"- ამბობს კალაძე.

დღეს, 8 ივნისს, სახალხლო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართა.

ომბუდსმენი ნიკა გვარამიას განაჩენის შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით.


close დახურვა